დიდ ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმი ტარდება
23-06-2016, 00:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდ ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმი ტარდება. ბრიტანელი ამომრჩეველი დღეს (23 ივნისი, 2016) გადაწყვეტს დარჩება თუ არა ქვეყანა ევროკავშირში. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან 22:00 საათამდე იქნება გახსნილი.

 


როგორც BBC იუწყება, საარჩევნო კომისიის მიერ რეკორდულად მაღალი – 46, 499, 537 ადამიანია დარეგისტრირებული ხმის მისაცემად, ეს კი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში მხოლოდ მე–3 ეროვნული რეფერენდუმია.

 


რეფერენდუმის ბიულეტენზე ერთი შეკითხვაა დატანილი: "უნდა დარჩეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში თუ უნდა დატოვოს მან ევროკავშირი?"

 

 

გამარჯვებულად მიიჩნევა ის მხარე, რომელიც ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

 


რეფერენდუმის დღეს ამინდის პროგნოზი შერეულია. სამხრეთ–აღმოსავლეთ ინგლისში კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც დღის განმავლობაში მოგვიანებით მშრალ ამინდში გადაიზრდება.

 

 

ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიაში როგორც მზეს, ისე თავსხმა წვიმას მოელიან, სხვა ადგილებში კი მშრალი ამინდი იქნება.

 


მას შემდეგ რაც ადგილობრივი დროით 22:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურება, დალუქული საარჩევნო ყუთები შეგროვდება და მათში განთავსებული ბიულეტენების დათვლის მიზნით აღნიშნული ყუთების სპეციალურ ადგილას ტრანსპორტირება განხორციელდება. ეს წარმოადგენს 380 ადგილობრივ სამთავრობო ადგილებს ინგლისში, შოტლანდიაში და უელსში, პლუს ერთს თითოეულში – ჩრდილოეთ ირლანდიაში და გიბრალტარზე.

 


ამის შემდეგ, ინდივიდუალური ადგილების მიხედვით, შედეგები მთელი ღამის განმავლობაში გამოცხადდება, 11 რეგიონული დათვლების რეგიონულ შედეგებთან ერთად.

 


საარჩევნო კომისია ვარაუდობს, რომ საბოლოო შედეგებს საზოგადოებას პარასკევს "დაახლოებით საუზმის დროისათვის" აცნობებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი