კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს
23-06-2016, 01:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

კომერციული ატაშეს ინსტიტუტი იქმნება, რომელიც ქვეყნის საელჩოებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ერთად ბიზნეს და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში იქნება ჩართული.

 

 

აღნიშნული ცვლილება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, რომელსაც დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

 

 

საკითხი სხდომაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ წარადგინა.

 

 

მომხსენებლების განმარტებით, კომერციული ატაშე, დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში შედის და სავაჭრო-ეკონომიკური (კომერციულ) ხასიათის ურთიერთობებში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს წარმოადგენს. იგი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში იქნება.

 

 

წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრება კომერციული ატაშეს სტატუსი და ის ხდება უფროსი დიპლომატიური თანამდებობა. კომერციული ატაშეს თანამდებობაზე ნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

 

 

პროექტით, განისაზღვრება კომერციული ატაშეს სტატუსი, ფუნქციები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათი ხარჯების ანაზღაურება და სხვა საკითხები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2016 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს კომერციული ატაშეების თანამდებობრივი სარგოების, შენახვის ხარჯების, მათი და მათი ოჯახის დაზღვევის, მათი სამსახურის გავლის, გამოწვევის, სოციალური დაცვისა და გარანტიების წესების დამტკიცება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი