საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სტიქიის ზონაში ჩავა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გართულებები მოსალოდნელი არ არის.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს.
„ჩემი დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, მობილიზებულია ყველა სამინისტროს თანამშრომელი, სტიქიის ზონაში იმყოფებიან მინისტრები და მათი მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ანტიკრიზისული ღონისძიებების გასატარებლად ადგილზე მობილიზებულია 774 ერთეული მძიმე ტექნიკა, 22 ერთეული წყლის საქაჩი ტუმბო, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2000-მდე თანამშრომელი და სასწრაფო დახმარების 94 ეკიპაჟი, რათა თითოეულ გამოძახებაზე მოხდეს მაქსიმალურად დროული და ეფექტიანი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.