„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ცოცხალ დონორთა წრე ფართოვდება
23-06-2016, 02:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ცოცხალ დონორთა წრე ფართოვდება.

 

 

პარლამენტის წევრის, თამარ ხიდაშელის განმარტებით, წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება ახალი ტერმინი, კერძოდ, ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი, ანუ რეციპიენტთან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მცხოვრები ან მასთან იმავე ხნის განმავლობაში ახლო და სტაბილური ემოციური კავშირის მქონე პირი.

 

 

პროექტის თანახმად, ცოცხალი დონორი ასევე, შეიძლება იყოს რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი, თუ ცოცხალი დონორი ვერ მოიძებნა გათვალისწინებული, კონკრეტული პირებისგან. ამასთან, ამ შემთხვევაში სასამართლოს აუცილებელი თანხმობაა საჭირო.

 

 

დაკონკრეტდა ჩანაწერი, კერძოდ სხვა ადამიანისათვის გადასანერგად ცოცხალი დონორისაგან იმ ქსოვილის/უჯრედის (ნაცვლად ორგანოსი) აღება, რომელსაც აქვს თვითგანახლების უნარი, დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც დონორი არ არის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი