საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადატანის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე, რამინ ნაბიევი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, საზღვრის კვეთის დროს ცდილობდა უკანონოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კონტრაბანდული ოქროს ზოდები და უმაღლესი სინჯის ოქროსაგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 55 000 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საზღვრის კვეთის დროს დააკავა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.