„საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ“ განცხადების პროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა
23-06-2016, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი „საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის განცხადების პროექტს, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა ვიქტორ დოლიძემ წარადგინა.

 

 

საქართველოს პარლამენტის განცხადების პროექტის შესაბამისად, დაცული უნდა იქნეს დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები: პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმოქმედონ კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, საარჩევნო კოდექსის, დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შესაბამისად.

 

 

აღნიშნული განცხადებით, საქართველოს პარლამენტი აღიარებს საჯარო სამსახურების დეპოლიტიზირების მნიშვნელობას და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მიუღებლობას.

 

 

პარლამენტი მედია საშუალებებებს მოუწოდებს, დაიცვან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპები. ასევე, ხაზს უსვამს სასამართლოს განასაკუთრებულ როლს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. აღიარებს პოლიტიკური პარტიების კონკრეტულ უფლებებს და თავისუფლებებს, მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს უარი თქვან სიძულვილის ენაზე ნებისმიერი ფორმის ძალადობაზე. ამასთან, აღიარებს საჯარო სამსახურების, დეპოლიტიზირების მნიშვნელობას და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მიუღებლობას. მოუწოდებს მედია საშუალებებს დაიცვან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპები. ხაზს უსვამს სასამართლოს განსაკუთრებულ როლს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.

 

 

ვიქტორ დოლიძის განმარტბით, განცხადებას პარლამენტში ყველა პოლიტიკური სუბიექტი შეუერთდა, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“.

 

 

„გადავწყვიტეთ აღნიშნული დოკუმენტი ყოფილიყო არა პარლამენტის დადგენილება არამედ, პარლამენტის განცახდება, რათა არასაპარლამენტო ოპოზიციასაც ჰქონოდა შესაძლებლობა შეერთებოდნენ აღნოიშნულ განცხადებას“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი