პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში (European Union CSDP Military Training Mission in the Central African Republic – EUTM RCA) მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ოცეულის გაგზავნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2016 წლის 21 ივნისის N3 ბრძანება, დეპუტატებს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა გააცნო.
მისი ინფორმაციით, დღეისათვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიის სწრაფი რეაგირების ჯგუფში ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში კი მისიას ოცი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეუერთდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.