სუს–მა შპს „ჯორჯიან ლიფტსერვისის“ გენერალური დირექტორი და თბილისის მერიის ოთხი თანამშრომელი დააკავა
23-06-2016, 02:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს.

 


დაკავებულები არიან: ქ. თბილისის მერიის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები: ჯგუფის უფროსი შამილ კორძაძე, ლიფტების ტექნიკური ზედამხედველები გიორგი ცირდავა და არჩილ მიქაძე, ი/მ გიორგი ცხვარაძე და შპს „ჯორჯიან ლიფტსერვისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ გუმბერიძე.

 


გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ქ.თბილისის მერიის ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები მათთან კავშირში მყოფი კერძო პირების სახელზე რეგისტრირებული ფირმების მეშვეობით ახდენდნენ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ლობირებას უწევდნენ და უპირატეს მდგომარეობაში აყენებდნენ იმ ფირმებს, რომლებიც მათ ნათესავებზე ან ახლო მეგობრებზეა გაფორმებული: ი/მ გიორგი ცხვარაძე და შპს „ჯორჯიან ლიფტსერვისი“.

 


„თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ თანამშრომლები მათი შენიღბული ფირმების გამოყენებით, წინასწარ ახდენდნენ ლიფტების აღდგენისთვის შესასრულებელი სამუშაოების პირველადი ხარჯთაღრიცხვების ხელოვნურად გაზრდას, შემდგომ თვითონვე ადგენდნენ გამგეობებში წარსადგენ შესაბამის დასკვნებს იმის შესახებ, რომ წინასწარ ხარჯთაღრიცხვებში ჩამოთვლილი სამუშაოების ნუსხა და მათზე მითითებული ფასები რეალურია, შეესაბამება მოცემულ მისამართზე არსებული ლიფტის მდგომარეობას და დაფინანსება მიზანშეწონილია. სამუშაოების არაჯეროვნად დასრულების შემდგომ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ახდენდნენ საბოლოო ხარჯთაღრიცხვების (ფორმა N2) ჩაბარებას, თითქოსდა აღნიშნულმა კომპანიებმა შეასრულეს ხარჯთაღრიცხვებში მითითებული სამუშაოები, რასაც შესაბამისი ბეჭდით და ხელმოწერებით ადასტურებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივად სწორედ მათ ევალებოდათ შემსრულებელი ფირმის მიერ შედგენილი წინასწარი ხარჯთაღრიცხვების შემოწმება, სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა და ტექნიკური კონტროლი.

 


სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ტრასოლოგიური დასკვნითა და საფინანსო-სამეურნეო რევიზიის ფარგლებში შესწავლილი დოკუმენტაციის თანახმად, ქ. თბილისის ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე მხოლოდ ცხრა ლიფტის შეკეთებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 13 174 ლარს.

 


გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა პირებისა და ახალი გარემოებების გამოვლენის მიზნით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი