„დეპორტი იყო თუ გამოძევება, ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინული მხარე ვალდებული იყო ეს ფაქტი ეცნობებინა ჩვენთვის“,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ე.წ. კანონიერ ქურის, დავით გერლიანის უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის შესახებ.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, თავიდანვე ჩანდა, რომ ეს ფაქტი იყო წმინდა წყლის პროვოკაცია.
„ეს რომ პროვოკაცია იყო, ყველასთვის დღესავით არის ნათელი. ეს იყო პროვოკაცია და სხვას ვერაფერს დავარქმევ ამ ფაქტს, მაგრამ რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს, გარემოებები უნდა შეფასდეს ობიექტურად“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას ემთხვევა თუ არა პროვოკაციასთან დაკავშირებით ე.წ.კანონიერი ქურდისა და მინისტრის პოზიციები, მღებრიშვილის განმარტებით, მისთვის უცნობია დავით გერლიანი რას თვლის პროვოკაციად ან რა ინფორმაციას ფლობს.
„ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია და ვერავინ შემაცვლევინებს ამაზე აზრს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო გამოძევება თუ გამოდეპორტირება, ქართული მხარე უნდა ყოფილიყო საქმის კურსში. გერლიანის შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ წარმოებდა, შესაბამისად, ის ვერ იქნებოდა აღრიცხვაზე დაყენებული გამშვებ პუნქტზე. ამასთან, ის შემოვიდა სხვა გვარით“, - განაცხადა შს მინისტრმა.
მისივე თქმით, ორ დღეში შს სამინისტროს თანამშრომლებმა იმოქმედეს ოპერატიულად, დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი, მიუხედავად იმისა, რომ მიმალვას ცდილობდა. მღებრიშვილი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გერლიანის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ერთ ტელეკომპანიას, ხოლო უკრაინულ მხარეს ოფიციალური უწყებებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
„ძალიან მიკვირს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ოდესიდან თბილისში მოემგზავრებოდა მხოლოდ ერთ ტელევიზიას ჰქონდა, ხოლო ოფიციალურ უწყებებს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ დავით გერლიანს ბრალს დღეს წაუყენებენ.
ე.წ. კანონიერ ქურდი დავით გერლიანი-ჩაჩიბაია საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, თავად დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრობას უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინიდან მის საქართველოში გამოგზავნა „ნაციონალური მოძრაობის“ და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმული სცენარით მოხდა.
მიმდინარე წლის 18 ივნისს, გივი თარგამაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ: „ოდესიდან თბილისის რეისით საქართველოში დეპორტირებულ იქნა 2014 წელს თურქეთში კანონიერ ქურდად კურთხეული, 1972 წელს სოხუმში დაბადებული დავით ნუგზარის-ძე გერლიანი“. მისი თქმით, უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში ჩამოვიდა და აეროპორტის ტერიტორია უპრობლემოდ დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.