„პროკურატურას საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს ეროსი კიწმარიშვილის საქმის შეწყვეტისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, პროკურატურა რიგითი უწყება არ არის, ის მხოლოდ ფაქტებს ეყრდნობა.
„პროკურატურას საკმარისზე მეტი საფუძველი ექნება იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო. ეს არ არის რიგითი უწყება, ეს არის პროკურატურა, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს პროკურატურას ამ საქმის შეწყვეტისთვის“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურტაურამ გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყების ცნობით, კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.