ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი და ოჯახის ადვოკატები პროკურატურის მიერ გუშინ გაჟღერებულ ეროსი კიწმარიშვილის მიერ საკუთარი სიცოცხლის თვითმკვლელობით დაასრულების ვერსიას არ ეთანხმებიან და პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ეჭვქვეშ აყენებენ.
ოჯახის ადვოკატების მტკიცებით, დასკვნაში არ მოიპოვება იმ საუბრის ჩანაწერი, რომელიც კიწმარიშვილს მის მეგობართან, ალექსანდრე კარკოვთან ჰქონდა, ასევე გაუგებარია, რომელი ვიდეოჩანაწერები დამუშავდა, მაშინ, როდესაც ოჯახისთვის კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს, მხოლოდ სახლიდან გასვლის ვიდეოჩანაწერებია ცნობილი.
ადვოკატებმა დრევანდელ ბრიფინგზე სხვა გარემოებებსაც გაუსვეს ხაზი, მათ შორის, საუბარი შეეხო დეტალურ სატელეფონო ამონაწერს; კიწმარიშვილის გადაადგილების მარშრუტებს; მანქანის უკანა სავარძელზე ნაპოვნი ტანსაცმელების მიკრონაწილაკებს; ცეცხლსასროლ იარაღს; მანქანაში აღმოჩენილ სისხლის ლაქებს და იმ ფაქტს, რომ გარდაცვალებამდე კიწმარიშვილს სხეულზე და თავზე გარკვეული დაზიანებები შეენიშნებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.