თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციას იწყებს. სამუშაოები ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება. მოედანზე მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დამონტაჟდება შუქნიშნები და განახლდება საგზაო მონიშვნები, რაც გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობას და მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოედნის რეკონსტრუქცია გერმანული საკონსულტაციო კომპანია “A+S”-ის მიერ, 2016 წლის დასაწყისში თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს.
“A+S”-მა დედაქალაქის უბნებსა და ცალკეულ ლოკაციებში შეისწავლა როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის ნაკადების ინტენსივობა. პრობლემები გაანალიზდა პიკის საათების გათვალისწინებით და მათი გადაჭრის გზების ძიება მოხდა სიმულაციებისა და მოდელირებების საშუალებით.
სპეციალისტების დასკვნით, სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გამტარიანობა მინიმუმ 8-10%-ით გაიზრდება
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.