მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ცვლილებები შედის – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება, რაც მოიცავს 38 ათას ადამიანს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დამატებით 38 ათას ადამიანი ისარგებლებს იმ სოციალური შეღავათებით, რასაც ითვალისწინებს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“.
მისივე თქმით, ამ დასახლებების თავიდანვე შეყვანა ნუსხაში ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ არ არსებობდა დასახლებების ერთიანი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები.
„დღემდე ამ დასახლებების არდაფარვა იყო გამოწვეული იმ მიზეზით რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები. ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ და აქედან გამომდინარე შემოვდივართ წინადადებით, რომ 99 ახალი დასახლება, ანუ 38 ათასი ადამიანი დაემატოს ნუსხას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.