გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა შეაფასა
30-09-2014, 01:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში იგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა.

 

 

მარგველაშვილის შეფასებით, ასეთ ფორუმებში მონაწილეობას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, მისი აზრით, "მსგავს ფორუმებზე გვეძლევა შეხვედრების შესაძლებლობა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკოსებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. ასევე გვეძლევა შესაძლებლობა, მათ ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ და ის პრიორიტეტული მხარეები წარმოვაჩინოთ, რომლებიც საქართველოს მათთვის უფრო მიმზიდველს გახდის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა ესაუბრა იმის თაობაზე, თუ რას აძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა როგორც საქართველოს, ისე მეგობარ ქვეყნებს.

 

 

„ყურადღება იმ ტრანსნაციონალურ პროექტებზეც გავამახვილეთ, რომლებიც კასპიის ზღვის აუზიდან იწყება და შავი ზღვის აუზში გადადის. ასევე ქართული ეკონომიკის ლიბერალური და ღია სტანდარტები განვიხილეთ. მსგავსი შეხვედრები შედეგს აუცილებლად მოგვცემს, მით უმეტეს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროპას და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს, რომელიც უკვე არის ევროპული, ყველაზე ძლიერი ბაზრის ნაწილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

გიორგი მარგველაშვილი თურქეთის ტელეკომპანიის TRT-ს გადაცემის World News-ის სტუმარიც იყო, სადაც მან, საქართველო-თურქეთის ურთიერთობასა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა, ეკონომიკურ მიზნებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი