მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე იქმნება
23-06-2016, 04:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე იქმნება.

 

 

განკარგულების პროექტს „ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგიის“ შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

 

 

სტრატეგიის დამტკიცებასთან ერთად, იქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ჯგუფის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული იუსტიციის სამინისტრო.

 

 

ოთხპუნქტიანი რეფორმების პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეფორმების გამოცხადების დღიდან, აღწერილია 500-ზე მეტი მომსახურება და შედგენილია იმ მომსახურებების სრული ნუსხა, რომელსაც კერძო სექტორი მთავრობის მხრიდან იღებს.

 

 

„ახლა მნიშვნელოვანია, შეიქმნას ერთიანი, როგორც ფიზიკური, ისე ციფრული სივრცე, რათა ეს მომსახურებები იქნას მაქსიმალურად ეფექტიანად მიწოდებული, სახელმწიფო გახდეს უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ამის მიზანია ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად მომხიბლავი ბიზნესგარემოს შექმნა ამ მიმართულებით მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა კიდევ უფრო შემცირდეს, მათ შორის, კორუფციის რისკებიც, ამ სერვისების მიწოდების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მიმართულებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის მიმდინარეობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პროგრამა მუშაობს და არაერთი მიმართულებით, უკვე დადებულია ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი.

 

 

„ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით, საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტი დამტკიცებულია პარლამენტის მხრიდან; საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით, ფუნდამენტური რეფორმები დაიწყო და ხორციელდება; განათლების რეფორმის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გეგმები. სანდრო ჯეჯელავას, უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. სივრცითი განვითარების მიმართულებით, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ - ჩართულია ყველა უწყება, პირველ რიგში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვმუშაობთ პროექტების დაჩქარების გეგმაზე, ძალიან ბევრი პროექტი უკვე გამოცხადდა ერთიან პაკეტად. მომავალი წლიდან, ჩვენ ერთიანი ფრონტი გვექნება გახსნილი მთელი საქართველოს მასშტაბით და ვფიქრობთ, ეს გარღვევას მოიტანს, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩართულობის გაზრდისა და მმართველობითი რეფორმის მიმართულებით.

 

 

პრემიერმა ისაუბრა ინვესტორთა საბჭოზე, როგორც მნიშვნელოვან პლატფორმაზე, სადაც იხილება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმა, რათა, კერძო სექტორისთვის ნებისმიერი სიურპრიზი თავიდან იქნას აცილებული.

 

 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, უახლოეს მომავალში მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაცია იგეგმება, რომელიც ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებულ, ახალ ფორმატს გულისხმობს.

 

 

„უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობა ბიუჯეტირების პროცესში. ამ პროექტზე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩართულობის გაზრდის კუთხით. ოთხპუნქტიანი პროგრამა მუშაობს, ბევრი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და კიდევ უფრო ამბიციური ნაბიჯებია დაგეგმილი. ვფიქრობთ, ამ პროგრამის მეშვეობით, განვითარება მნიშვნელოვნად დაჩქარდება და მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება ეკონომიკური განვითარების არაერთი მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი