ტარიელ ხეჩიკაშვილმა ასპინძაში რაგბის ბაზა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
23-06-2016, 06:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში არსებულ სპორტულ ობიექტებს ეწვია.

 


ასპინძაში მინისტრმა მხარის გუბერნატორთან და ასპინძის გამგებელ ლევან ცაბაძესთან ერთად ახლად რეაბილიტირებული საჭიდაო დარბაზი მოინახულა, სადაც ძიუდოს კლუბ ,,შორეთის“ სპორტსმენებს გაეცნო და საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

 

 

მინისტრმა დაბა ასპინძაში რაგბის ბაზა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა, ასევე პატარა მორაგბეებს შეხვდა და საჭირო ინვენტარი გადასცა.

 


ასპინძის რაგბის ბაზაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კლუბი - „ ტაო“ ახალახან, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ცნობილი ქართველი მორაგბის, ლევან ცაბაძის ინიციატივით დაფუძნდა და ის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ მხარდაჭერილი პირველი სარაგბო გუნდია საქართველოში. კლუბის დაფუძნების მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რაგბის ახალ საფეხურზე აყვანა და პოპულარიზაციაა.

 

 

ტარიელ ხეჩიკაშვილი ქალაქ ახალციხეში სასპორტო სკოლასაც ეწვია, სადაც ძალოსანთა კლუბის წევრებს შეხვდა და მათ მიღწევებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში მან ასევე, მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც რეგიონში სპორტის მიმართულებით არსებობს და აღნიშნა რომ, მათ მოსაგვარებლად სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი