„თავდაცვის სამინიტროში საერთოდ არ იქნება არანაირი სპეცუბანი და ეს არის ყველაზე სწორი, დემოკრატიული და ცივილიზებული ფორმა, რომელიც ძალიან ბევრი წელია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ნება არ არსებობდა“,-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარისას.
მისივე თქმით, როდესაც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, სამი დაპირება გასცა და ერთ-ერთი მათ შორის იყო, რომ სპეცუბნები აღარ იქნებოდა თავდაცვის ობიექტებში.
„თავდაცვის სამინიტროში საერთოდ არ იქნება არანაირი სპეცუბანი და ეს არის ყველაზე სწორი, დემოკრატიული და ცივილიზებული ფორმა, რომელიც ძალიან ბევრი წელია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ნება არ არსებობდა. ერთადერთი გამონაკლი არის ავღანეთი. მე ვფიქრობ აქ კითხვის ნიშნები არ არის და ამის მიზეზი გასაგებია. სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში მაგალითად, იგივე საავადმყოფოში მყოფ პირებთან დაკავშირებით, იქნება ჩვეულებრივი გადასატანი ყუთის პრინციპი, როგორც ნებისმიერ სამოქალაქო ვითარებაში ხდება, როდესაც ადამიანთან სახლში მიდიან და იქვე აძლევენ ხმას. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალში მივლენ დ იქ მისცემენ ხმას. სხვა ყველა შემთხვევაში თავდაცვის უწყებაში არავითარი სპეცუბანი აღარ იქნება და ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა, რომელიც არჩევნებამდე უნდა შესრულებულიყო და ჩვენ ვუზრუნველყავით ამის შესრულება“, - განაცხადა ხიდაშელმა.
ქართველოს პარლამენტმა გუშინ, საარჩევნო სპეცუბნების შექმნის აკრძალვასთან დაკავშირებულ პროექტს მხარი დაუჭირა. პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნა იკრძალება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.