ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმში პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით რაიმე ტიპის სპეციალური მსჯელობა არ ყოფილა.
როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში აღნიშნა, პრეზიდენტი ზოგადად, ძალიან ბევრი ღონისძიებიდან ბევრ მიწვევას იღებს და მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს რომელ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
„ეს ყველაფერი წყდება სწორედ ღონისძიების რანგიდან, პრეზიდენტის გრაფიკიდან და ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. დავოსთან დაკავშირებით შეთავაზება მოხდა გუშინ. შესაბამისად, ამ თემაზე რაიმე ტიპის სპეციალური მსჯელობა არ ყოფილა. აბსოლუტურად არ მესმის რატომ მოხდა თემის აჟიტირება და ტექნიკურ დეტალებზე საუბარი მაშინ, როცა უფრო მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის შეფასება შინაარსობრივი თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ, პროფესორმა კლაუს შვაბმა გუშინ მიიწვია. ამის შესახებ თურქეთში, მარგველაშვილისა და შვაბის შეხვედრის შემდეგ, სწრედ აბაშიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით გახდა ცნობილი.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით კი, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ მაისში მიიღო და ქართულმა მხარემ, ფორუმში მთავრობის მეთაურის მონაწილეობა დაუდასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.