თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ რაც შეიძლება სწრაფად გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.
მისი თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სწორედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი მძიმე შედეგი არ მოჰყვეს ამ საზარელ მკვლელობას.
„დიახ, მეც გიდასტურებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ გინდა არეულობა, პროვოცირება და ამ საზარელი მკვლელობის გამოყენება კიდევ უფრო მძიმე შედეგებისთვის, არასწორი ადამიანების არასწორ თავებში ძალიან ბევრი არასწორი აზრი შეიძლება გაჩნდეს. ჩვენ ამ საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ფორმატში ვაყენებდით, მათ შორის გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ საკითხებზე პასუხების გაცემა დე ფაქტო ხელისუფლების და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სწორედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი მძიმე შედეგი არ მოჰყვეს ამ ძალიან საზარელ მკვლელობას, რომელიც სახეზე იყო“, - განაცხადა ხიდაშელმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია და ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ. მისი განმარტებით, აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ მიმართა ე.წ.სასამართლოს, რომ ოთხოზორიას მკვლელის დაკავება მოხდეს და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებისთვის.
რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.