პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოვლენაა, რომელიც თავის კალაპოტში ჩადგება.
ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან გთხოვთ, იყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ, გაყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ და არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ სამწუხაროდ მოსახლეობა ყოველთვის აკეთებს პირიქით - როგორც წესი, ყველაზე მაღალ კურსზე ყიდულობს და ყველაზე დაბალ კურსზე ყიდის. მოვლენა, რომელიც ახლა გვაქვს ერთჯერადია და ის ჩადგება თავის კალაპოტში, მაგრამ მინდა, რომ ეს გზავნილი მივიდეს ჩვენს მოსახლეობამდე. ძალიან გამოცდილი სავალუტო დილერებიც კი აგებენ ფულს ვალუტაზე თამაშის დროს. ამიტომ, მოლოდინები არ არის სწორი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.