განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მთავრობის დავალებით შეიქმნება პლატფორმა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის, მათ შორის, თვითმმართველობის სისტემის დახვეწაზე იმუშავებს.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ „აუდიტორია 115“-თან, თსუ-ს და სხვა თვითმმართველობებთან და ვცდილობთ, რომ ეს პროცესი კონფლიქტის ფორმატიდან სამუშაო პროცესში გადავიტანოთ, რათა შემდეგი ნაბიჯები ეფექტური იყოს. ძალიან მოხარული ვარ, რომ მთავრობის დავალების ფორმა მიიღო ამან, რომ შეიქმნას პლატფორმა, რომელიც იმუშავებს უმაღლესი განათლების სისტემის მთლიანად დახვეწაზე, მათ შორის, თვითმმართველობის სისტემის დახვეწაზე. პრემიერის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ჩვენ უნდა ვიმუშავოთ შესაბამის კანონზე“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.