იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ საქმეებზე, სასამართლო გადაწყვეტილებას კონკრეტული საქმით დაინტერესებულ პირს საკუთარი ინიციატივით უგზავნის.
ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
„თქვენ რადგან გაინტერესებთ სამოქალაქოში როგორ ხდება, ამაში შემიძლია მე გავერკვიო. მაგის პრობლემაც არ არის, მე არასოდეს გავურბივარ ინტერვიუებს, დავინტერესდები მაგ თემით და მაგის პრობლემაც არ არის შემიძლია მერე მოგცეთ ინტერვიუ.
ადმინისტრაციულზე ძალიან მარტივად ხდება, დავამთავრეთ დღეს საქმე, შემიძლია ეს გადაწყვეტილება ჩავაბარო მხარეს მეორე დღეს, მესამე დღეს, მეოთხე დღეს, მეათე დღეს, მეთხუთმეტე დღეს. როდესაც ჩავაბარებ ამ გადაწყვეტილებას, ის საჩივრდება იქიდან. ჩვენი ინიციატივით ვუგზავნით, ადმინისტრაციულში ასე არის“,-განაცხადა ლევან მურუსიძემ.
გუშინ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განჩინება ტელეკომპანიას გაუგზავნა, რაც ვადების დარღვევით მოხდა. გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის მხარე გეგმავდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება 30-ე დღეს, კანონით გათვალისწინებულ ვადებში მიეღო, რათა მათთვის მიცემული დრო ბოლომდე გამოეყენებინა, თუმცა გვარამია აცხადებს, რომ სასამართლომ ტელეკომპანიას კუთვნილი 18 დღე მოპარა და განაჩენი დროზე ადრე გადაუგზავნა, რისი უფლებაც, სასამართლო ხელისუფლებას არ ჰქონდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.