მიხეილ გიორგაძე: Maroon 5-ის კონცერტის დროს გამოვლენილი ხარვეზები მომავალში სერვისების დახვეწაში დაგვეხმარება
23-06-2016, 08:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ბათუმში maroon 5 -ის კონცერტის დროს, ხალხის დიდი რაოდენობით ჩასვლისთანავე შეიქმნა გარკვეული შეფერხებები სხვადასხვა ობიექტებზე, რიგებთან დაკავშირებით.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში maroon 5 -ის კონცერტის დროს ხარვეზები იყო, ეს ის გამოცდილებაა, რომელიც მომავალში სერვისების დახვეწაში დაგვეხმარება. თუმცა, მე პირადად ამას განვიხილავ, როგორც პოზიტიურ გამოცდილებას, იმიტომ, რომ ეს არის გამოცდილება, რომელიც კერძო სექტორმა შეიძინა. ეს გახლავთ ის გამოცდლება, რომლის საფუძველზე შემდეგ ჯერზე კერძო სექტორი კიდევ უკეთესად მოემზადება“,-განაცხადა გიორგაძემ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ, ბვერად უფრო დიდი გამოდილების და ეკონომიკურად ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება შეფერხებები.

 

 

„გარწმუნებთ, მე თავად ვარ მომსწრე საზღვარგარეთ, ბვერად უფრო დიდი გამოდილების და ეკონომიკურად ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებში შეფერხებები ხდება იგივე რიგებთან დაკავშირებით. ალბათ, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის მოლოდინი გვქონოდა, რომ ყველაფერი იდეალურად მოხდებოდა. ამ მასშტაბის ღონისძიება, ვიზიტორების ამ მასშტაბის ერთდროული მოზღვავება პრაქტიკულად პირველად მოხდა ბათუმში. ყველამ კარგად ვიცით, ყველა სასტუმრო დაკავებული იყო და დაკონსერვებულ ბინებშიც კი ჩატარდა სასწრაფო რემონტი და ისინიც გაქირავდა“, -განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი