სალომე სამადაშვილი: მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით 45 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, მისთვის მინიჭებული უფლებით იმოქმედოს
23-06-2016, 08:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, 45 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლებით და მოიქცეს ისე, როგორც სხვა პრეცენდენტების დროს, როცა ევროპულმა სასამართლომ პირის პატიმრობასთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.

 

 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სამადაშვილმა აღნიშნა,  ის იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და პრეზიდენტი ყურადღებით მოეკიდებიან ამ გზავნილს.

 

 

„საქართველო შედის ძალიან მნიშვნელოვან წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის დაკვირვების საგანი. გუშინ სწორედ ამ კონტექსტში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია, რომელსაც 45 ევროპელმა პოლიტიკოსმა ხელი მოაწერა. მათ საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს, იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლებით და მოიქცეს ისე, როგორც სხვა პრეცენდენტების დროს, როცა ევროპულმა სასამართლომ პირის პატიმრობასთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. მხედველობაში მაქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით.

 

 

აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი პოლიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ და ფაქტობრივად მთელ ევროპულ პოლიტიკურ სპექტრს ფარავენ.

 

 

იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება და პრეზიდენტი ყურადღებით მოეკიდებიან ამ გზავნილს, რადგან, ჩვენ ვიცით, რომ ევროპის საბჭო ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც ადგენს თუ როგორ სრულდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

 

 

კომენტარები: 2
#2   damangreveli
      
მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს, მან დაამყარა ქვეყანაში წესრიგი, შექმნა თანამედროვე არა კორუფციული პოლიცია, თუ ვისმეს არ მოსწონდა მის მიერ გატარებული რეფორმა, ესენი იყვნენ ქვეყნის წურბელები, რომლებიც მხილებულნი იყვნენ, სხვადასხვა სახის დანაშაულებებში, და ახლაც ისინი გამოდიან მის გათავისუფლების წინააღმდეგ!
24 ივნისი 2016 01:13
#1   თამაზ
      
ვანო მერაბიშვილი რომ გამოუშვან, ჩვენი ჯგუფი სასწრაფო რეაგირებას მოახდენს ამაზე და გარწნუნებთ ბევრად უფრო ღირსეულად დაისჯება ის...
23 ივნისი 2016 13:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი