სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის გადაწყვეტილებას, ე.წ. სამხედრო სასამართლოსთვის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით. მას მიაჩნია, რომ ეს "ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პირველად მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელის მიმართ აღიძრა საქმე."
„ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო და ვინც არ უნდა დაიბრალოს, პირველ რიგში, აფხაზური საზოგადოების გადაწყვეტილებაა, რომ ამ მკვლელობის მიმართ მომხდარიყო გარკვეული რეაგირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პირველად მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელის მიმართ აღიძრა საქმე. ამიტომ, საჭიროა, ჩვენ ამ მიმართულებით ყურადღებით ვიყოთ. ე.წ. პროკურატურის განცხადება, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია იმით, რომ აფხაზური მხრიდანაც დადასტურდა ეჭვმიტანილის ვინაობა. მეორე მხრივ, ე.წ. სამხედრო პროკურატურა თვლის, რომ იგი დაპატიმრებულ უნდა იყოს. ახლა სასამართლოზეა დამოკიდებული. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რთული ვითარებაა და გარკვეული ეიფორიით ამას არ შევხედავდი. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა და დაამატა, რომ "ქართული მხარე ისეთი გამოძიების ჩატარებას ითხოვს, რომელიც მკვლელობის ყველა ასპექტს გამოავლენს“.
„ჩვენი ინტერესია, რომ გარკვეულ იქნას, რა მოხდა სინამდვილეში. გიგა ოთხოზორია შეეწირა მოუგვარებელ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს. ეს კონფლიქტის ნაწილია და არ არის რიგითი კრიმინალური მოვლენა. ამიტომ ეს მხოლოდ წმინდა წყლის სამართლებრივ კონტექსტში ვერ იქნება განხილული და აქ შემოდის პოლიტიკური დატვირთვა - მოლაპარაკებების პროცესი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ პირველ შეხვედრის მონაწილეებს აფხაზურ მხარეს მიეწოდა ყველა ინფორმაცია და შემდეგ შეხვედრაზეც, რომელიც 6 ივლისს გაიმართება, მოხდება ინფორმაციის გაცვლა, რადგან მეორე მხარეს არ დარჩეს კითხვები, რომ ქართულმა მხარემ რაღაც არ გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.