საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რეფორმა განხორციელდება, რაც ყველა დონის ბიუჯეტის, ასევე საჯარო სამართლის იურიდული პირების (სსიპ), გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახაზინო მომსახურებაზე გადასვლას ითვალისწინებს. ამის შესახებ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"მათ ანგარიშები ექნებათ ხაზინაში და ხაზინა გაუწევს მომსახურებას. აქამდე ზოგიერთს ჰქონდა კომერციულ ბანკებში, ზოგს ხაზინაში. ახლა მოხდება კონსოლიდაცია, რაც ჩვენს საშუალებას მოგვცემს, რომ სტატისტიკურად, ინფორმაციულად გვქონდეს ონლაინ-წვდომა რა მდგომარეობაა საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.