თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ ლიტვაში ყოფნისას ცუდად გახდა
23-06-2016, 09:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური უარყოფს მასზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის ლიტვაში ყოფნისას მოწამლეს.

 

 

როგორც მან guardian.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წლის 15 ივნისს, ლიტვაში ის მართლაც ცუდად გახდა, მაგრამ ეს მის მოწამვლას არ უკავშირდება.

 

 

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვილნიუსში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თამაზ მეჭიაურმა გონება დაკარგა, რაც სავარაუდოდ მის მოწამვლას უკავშირდება.

 

 

„14 ივნისს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ ლიტვაში. ისინი დაბინავდნენ ვილნიუსის ერთ-ერთ სასტუმროში. იმავე დღეს გამართეს შეხვედრები სხვადასხვა დონეზე. 15 ივნისს, შუადღეს, როცა თამაზ მეჭიაური გამოსვლას აპირებდა სასტუმროდან, გონება დაებინდა და იატაკზე დაეცა სახით. გავრცელებული ცნობით, ამ მდგომარეობაში ნახა კომიტეტის აპარატის უფროსმა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ექიმების დახმარების შემდეგ თამაზ მეჭიაური გონს მოვიდა. ისინი ითხოვდნენ სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანას, თუმცა დეპუტატმა ამაზე უარი განაცხადა, მკურნალობა განაგრძო სასტუმროს ნომერში, შემდეგ კი გადმოფრინდა თბილისში. იგივე წყაროს ცნობით, თამაზ მეჭიაურს სახეზე და გულ-მკერდის არეში აღენიშნება დაჟეჟილობები, ის სავარაუდოდ მოწამლეს“,-ნათქვამია მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი