პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი კობა სუბელიანი უარყოფს მასზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მას გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„არ ვადასტურებ, ტყუილია“,-განაცხადა სუბელიანმა Guardian.ge-სთან საუბრისას.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სუბელიანი აქტივისტებთან ერთად საქეიფოდ ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარედ იმყოფებოდა.
„როგორც ცნობილია, მეზობელი მაგიდიდან „ნაციონალური მოძრაობისა“ და კობა სუბელიანის მისამართით უარყოფითი მესიჯები გაჟღერდა, რის შემდეგაც შელაპარაკება მოხდა სუბელიანსა და სხვა სუფრაზე მყოფთ შორის, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“,-წერენ ონლაინ-მედიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.