დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებისა თუ ევროკავშირში დარჩენის შესახებ ხუთშაბათს, 23 ივნისს გამართული ისტორიული რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან. ამომრჩეველს მხოლოდ ერთ შეკითხვაზე - უნდა დარჩეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, თუ უნდა დატოვოს მან ევროკავშირი - მოუწია პასუხის გაცემა.
ისტორიული რეფერენდუმის პირველი შედეგები უკვე ცნობილია. ბოლო მონაცემებით, 11,737,880-მა ამომრჩეველმა ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა, ხოლო 10,989,699-მა ევროკავშირში დარჩენას. ხმების დათვლა მიმდინარეობს და 101 საარჩევნო ოლქის მონაცემები ჯერ არ გამოცხადებულა.
სანდერლენდში ევროკავშირის დატოვების მომხრეებმა 22%-ით მოიგეს, ნიუკასლში კი დარჩენის მომხრეებმა მხოლოდ 1%-ით გაიმარჯვეს. როგორც BBC იტყობინება, საარჩევნო კომისია სრული შედეგების გამოქვეყნებას „საუზმის დროისათვის“ გეგმავს. საარჩევნო უნბებზე მისულთა რაოდენობა პირველადი მოანცემებით იმაზე მეტი იყო, ვიდრე 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეგისტრაცია დაახლოებით 46 მილიონმა ამომრჩეველმა გაიარა.
გიბრალტარი პირველი იყო ბრიტანეთის საზღვარგარეთ მდებარე ტერიტორიებს შორის, რომელმაც შედეგები პირველმა გამოაცხადა და რომლის ამომრჩეველთა 96%-მა ხმა მისცა დარჩენას. ამგვარი შედეგი ნაწინასწარმეტყველები იყო გიბრალტარის ესპანეთთან საზღვრის წუხილიდან გამომდინარე.
რეფერენდუმის დღეს ჩატარებული წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ევროკავშირში დარჩენისთვის ხმის მიმცემთა ბანაკი იმარჯვებს. ონლაინ გამოკითხვა, რომელიც YouGov-მა ჩაატარა და რომელშიც 5 000 ადამიანი მონაწილეობდა, გვამცნობს, რომ ევროკავშირში დარჩენისთვის მიცემული ხმების რაოდენობა 52%-ს შეადგენს, დატოვების მომხრეებისა კი 48%-ს. Ipsos Mori-ს მიერ სამშაბათს და ოთხშაბათს ჩატარებული კვლევის მიხედვით დარჩენას 54%, დატოვებას კი 46% ემხრობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.