"საქმე თუ საკრებულოს დაშლამდე მივიდა, არჩევნები გადმოიწევს," აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"მესმის, რომ საკრებულოსა და მერიას შორის ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება ბიუჯეტს წარადგენს, თუ საკრებულო არ არის მერიის მუშაობით კმაყოფილი, ბიუჯეტს არ ამტკიცებს და ეს არ არის უბედურება, მით უფრო, როცა ამ შტოების წარმომადგენლები სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში მოიაზრებიან. ვფიქრობ, მორიგდებიან, მაგრამ კრიზისი თუ გაგრძელდა, ამასაც არეგულირებს კანონი: საკრებულო და მერია იშლება და ახალი არჩევნები ინიშნება. საკრებულო თუ პრინციპულად არ ეთანხმება ბიუჯეტის პროექტს, ალბათ არც უნდა მიიღოს. არჩევნები მაისში და ივნისში უნდა ჩატარდეს, საქმე თუ მაინც საკრებულოს დაშლამდე მივიდა, საარჩევნო პროცესი ცოტა აქეთ გადმოიწევს და ეს იქნება", - აცხადებს დავით საგანელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.