დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი დრამატულად დაეცა, მას შემდეგ რაც რეფერენდუმის პირველი შედეგები გამოქვეყნდა. ერთ მომენტში ის დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა და 1.3305 ნიშნულამდე დაეცა. მსგავს ზღვრამდე ფუნტი 1985 წლის შემდეგ არ ჩამოსულა.
რეფერენდუმის წინა დღით და რეფერენდუმის დღესაც, იმ იმედით, რომ დიდი ბრიტანეთი ხმას მისცემდა ევროკავშირში დარჩენას, სავაჭრო ბირჟებზე, ფუნტის კურსი დოლართან მიმართებაში 1.50–საც კი შეადგენდა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვება-დარჩენის რეფერენდუმის პირველი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებაში დაეცა და გუშინ 1.50 -ს მიღწეული ნიშნულიდან 1.43-მდე ჩამოვიდა.
როგორც BBC წერს, ფუნტი მას შემდეგ დაეცა, რაც რეფერენდუმის ნიუკასლის შედეგები გამოცხადდა, სადაც დარჩენის მომხრეებმა მხოლოდ 1%-ით გაიმარჯვეს, მაშინ როცა მოლოდინები უფრო მაღალი იყო. სანდერლენდის შედეგების გამოცხადების შემდეგ კი, სადაც დატოვების მომხრეებმა 22%-ით მოიგეს, 1 გირვანქა სტერლინგი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1.43 გახდა, მაგრამ მოგვიანებით გადაცვლის კურსმა მცირედით აიწია. „ეს იყო უზარმაზარი რყევა ფუნტისათვის - ისეთი რამ, რაც ფაქტობრივად არასდროს გვინახავს. კურსის თამაში იმაზე დიდი იყო, ვიდრე ფუნტის დაცემა შავ ოთხშაბათს“, განაცხადა ETX კაპიტალის ვაჭრობის ხელმძღვანელმა ჯო რანდლმა.
„ნერვიულობა ბაზრებზე შეგრძნებადია, რადგან პოტენციურად არსებობს ალბათობა, რომ მოხდეს აქტივების ველურად გაუფასურება“, დაამატა მან.
გასულ კვირას გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებაში 1.40-მდეც კი იყო ჩამოსული.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ასეთი დრამატული მდგომარეობა 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროსაც კი არ ყოფილა.
"არასოდეს გვინახავს არაფერი ამის მსგავსი. ეს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ ხდება და უფრო დრამატული მოვლენაა, ვიდრე "ლემანსი" და "შავი ოთხშაბათი", – განაცხადა ETX კაპიტალის ვაჭრობის ხელმძღვანელმა ჯო რანდლმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.