შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ამალი-დევდორაკის ხეობაში იმყოფებოდნენ. ისინი სტიქიის ზონაში გვიან ღამით ჩავიდნენ.
”საპატრულო პოლიციამ ღვარცოფის ჩამოწოლისთანავე მყისიერად მოახდინა რეაგირება და სტიქიის ზონიდან ავტომობილები და მოქალაქეები გამოიყვანა. უსაფრთხოების მიზნით, გზა დაკეტილია. გზის ნაწილი ისეა დაზიანებული, რომ გადაადგილება შეუძლებელია. საფრთხის დონის შეფასების მიზნით, შსს ვერტმფრენით სპეციალისტებთან ერთად მოხდება დევდორაკზე შემოფრენა”, - განაცხადა შს მინისტრმა. დილიდან კი უკვე დაიწყო იმ ადამიანების ვერტმფრენით გამოყვანა, რომლებმაც სტიქიის დროს თავი დარიალის მამათა მონასტერს შეაფარეს.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ ხეობაში დამონტაჟებულმა განგაშის სისტემამ ეფექტურად იმუშავა.
”ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია. ძალიან კარგად იმუშავა იმ განგაშის სისტემამ, რომელიც ხეობაში რამდენიმე წლის წინ მომხდარი სტიქიის შემდეგ დამონტაჟდა. არ მომხდარა მანქანების დაგროვება. შესაძლებელი გახდა თავიდან აგვეცილებინა მსხვერპლი. ამ ეტაპზე ყველა ადამიანი არის უსაფრთხოდ”, - განაცხადა ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.