კოლუმბიაში 50–წლიანი სამოქალაქო ომი მთავრობისა და ამბოხებულთა მოძრაობა "ფარსის" ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე დასრულდა. დედაქალაქ ბოგოტაში ხალხი ქუჩებში საზეიმოდ გამოვიდა, ერთმანეთს ეხუტება და ეროვნულ ჰიმნს მღერის. ამის შესახებ BBC წერს.
სამშვიდობო შეთანხმების სრულ დოკუმენტს ხელი სავარაუდოდ ერთ კვირაში მოეწერება. ყველაზე ხანგრძლივმა სამოქალაქო ომმა დასავლეთ ჰემისფეროში 220 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მილიონობით ადამიანი იძულებული გახადა საკუთარი საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.