დევიდ ქამერონმა პირველი კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ. "ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ვარ", თქვა მან.
დაუნინგ სთრითზე 10 ნომერში საუბრისას დევიდ ქამერონმა – რომელსაც თავისი მეუღლე სამანტა ახლდა – განაცხადა, რომ ბრიტანელი ხალხის სურვილს პატივი უნდა სცენ.
33 მილიონზე მეტმა ადამიანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისი აზრი დააფიქსირა და ჩვენ ამაყები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ ვენდობით ხალხს ამ დიდ გადაწყვეტილებაში, განაცხადა მან.
რის შემდეგაც დევიდ ქამერონმა მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ ოქტომბერში კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე ახალი პრემიერ მინისტრის ვინაობა გაირკვევა. მისი განცხადებით, არ იქნება მართებული "იყოს გემის კაპიტანი", რადგან ბრიტანელმა ხალხმა ძალზე ნათელი გადაწყვეტილება მიიღო, იმ გზისგან განსხვავებული, რომელსაც თავად ემხრობოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.