„ნაციონალური მოძრაობა“ ნოდარ ხადურის წინააღმდეგ
30-09-2014, 07:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნოდარ ხადურის დღეს გაჟღერებულ იმ ინიციატივას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც მომავალი წლის 1 იანვრიდან ყველა უწყებას, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოებს, ანგარიშები ხაზინაში ექნებათ და მათ მომსახურებას ხაზინა გაუწევს. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება თბილისის ბიუჯეტში საბანკო პროცენტების სახით შემოსავლის წყაროს გაუქმებას გამოიწვევს, რაც ქვეყანაში თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯია.

 

 

„ნაციონალების“ განცხადების თანახმად, ბიუჯეტსი ხაზინაში გადატანა ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და მათი საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მავნებლური ნაბიჯია.

 

 

„საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის განხორცილებაზე სახელმწიფო ხაზინის თანხმობა დასჭირდება და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსავლის სახით, საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე დარიცხულ პროცენტებს ვეღარ მიიღებს. 2013 წელს თბილისის ბიუჯეტში პროცენტების სახით, 9 239 000 ლარი შემოვიდა, ხოლო 2014 წელს 6 931 000 ლარის მიღებაა დაგეგმილი. ამ შემოსავლის წყაროს გაუქმება, ისევე, როგორც თვითმმართველობის ორგანოების მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ქვეყანაში თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯია“, - ნათქვამია ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ განცხადებაში.

 

 

საკრებულოს უმცირესობის დეპუტატები ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციას, მის პრეზიდენტ დავით ჯიქიას და თბილისის მერ დავით ნარმანიას მოუწოდებენ, აღნიშნული ნაბიჯი შეაფასონ და თვითმმართველობის ორგანოების ინტერესების დაცვისას პრინციპულობა გამოიჩინონ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი