რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 23 ივნისს 18:00 საათზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ134-კმ135 მონაკვეთზე, საშიშ ზონაში აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ლარსის გამშვები პუნქტიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელდა ევაკუაცია.
ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება და მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დევდორაკის მყინვარი და მდინარე დევდორაკის კალაპოტი. პირველადი შეფასებით, უხვი ნალექის შედეგად განვითარდა ღვარცოფული მასა, რამაც გამოიწვია საქართველოს სამხედრო გზის მწყობრიდან გამოსვლა, დაახლოებით 800 მეტრის მონაკვეთზე.
„აღსანიშნავია, რომ 23 ივნისს სტიქიური პროცესები უხვი ნალექის შედეგად 2014 წლის 17 მაისს დევდორაკის ხეობაში განვითარებული სტიქიის დროს მდინარე დევდორაკის კალაპოტში დარჩენილი მყარი მასის დაძვრამ განაპირობა. წარმოქმნილმა ღვარცოფულმა მასამ მდინარე თერგის შესართავამდე მიაღწია. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ივნისის დასაწყისიდან მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს ხეობაში, შესაძლო საფრთხის შესახებ შესაბამის ორგანოებს ოპერატიულად აცნობა და საავტომობილო გზის ჩაკეტვა და მოქალაქეთა ევაკუაცია დაუყოვნებლივ მოხდა. პრევენციული ქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული ადამიანთა მსხვერპლი. სპეციალისტების მიერ ამალი-დევდორაკის ხეობის პროცესებზე მუდმივი დაკვირვება რისკების შემდგომი პრევენციისათვის კვლავ გრძელდება”, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურების მობილიზება მოხდა, რომლებმაც, სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ერთად, კოორდინირებულად განახორციელეს საჭირო ღონისძიებები. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის, დაზიანებული ადგილების შესწავლა-შეფასება და შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს. გზის აღდგენითი სამუშაოები გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან სამუშაოების დაწყებაზე ნებართვის მიღებისთანავე დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.