„ვერ დავმალავთ, რომ რეფერენდუმის სხვა შედეგებს ველოდებოდით“,- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა.
ის აღნიშნულით დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა.
ტუსკის თქმით, რთულია იმის წინასწარმეტყველება თუ როგორი იქნება პოლიტიკური შედეგები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის.
„ვერ დავმალავთ, რომ რეფერენდუმის სხვა შედეგებს ველოდებოდით. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რამდენად სერიოზული და დრამატულია ეს ამბავი პოლიტიკური თვალსაზრისით. რთულია ვიწინასწარმეტყველოთ, როგორი იქნება ამის პოლიტიკური შედეგები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის. ეს ისტორიული და ისტერიკული რეაქციების მომენტია. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამ ნეგატიური სცენარისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, ევროკავშირის 27-ვე ლიდერს ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნება სურთ.
„დღეს შემიძლია განვაცხადო ევროკავშირის 27-ვე ლიდერის სახელით, რომ ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, 27 წევრის ერთობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა და დასძინა, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი ევროპაში იურიდიულ ვაკუუმს არ შექმნის, რადგან, სანამ ბრიტანეთი ევროკავშირს ფორმალურად არ დატოვებს, იქამდე მასთან მიმართებაში ევროპული კანონმდებლობა იმოქმედებს.
„მართალია, ბოლო წლები ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, მაგრამ ყოველთვის მახსოვს მამაჩემის სიტყვები: ის, რაც არ გკლავს, უფრო ძლიერს გხდის“, - განაცხადა ტუსკმა.
დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. დარჩენის მომხრე კი 48% აღმოჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.