შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა ადრე განაცხადა, რომ ვალუტის გაცვლით ბაზარზე შვეიცარული ფრანკის სტაბილიზაციის მიზნით "ჩარევა" განახორციელა. როგორც BBC იუწყება, ბრიტანეთის რეფერენდუმმა უსაფრთხოდ მიჩნეული შვეიცარული ვალუტის ევროსთან მიმართებაში დაცემა განაპირობა.
"დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შვეიცარული ფრანკი ზეწოლის ქვეშ მოაქცია," ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შვეიცარული ფრანკი ევროსთან მიმართებაში საგრძნობლად გაძლიერდა და ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე 1 ევროს ღირებულება 1.06 ფრანკს შეადგენდა, მაშინ როცა 7 საათით ადრე 1 ევრო 1.10 ფრანკი ღირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.