პრემიერი: საქართველო სიამოვნებით უმასპინძლებს 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს
24-06-2016, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „რაგბი ევროპის“ 96-ე გენერალური ასამბლეის გახსნას დაესწრო და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.

 

 

მან იმედი გამოთქვა, რომ „რაგბი ევროპის“ გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რაგბის განვითარების საქმეში.

 

 

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ქართული რაგბის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ქართველ მორაგბეებს საქართველოს სახელის დაცვისთვის.

 

 

„რაგბის აქვს უდიდესი მხარდაჭერა საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან. წლების განმავლობაში ამ მხარდაჭერის შედეგად და უფრო მეტად უდიდესი პატრიოტიზმის შედეგად, სახელმწიფოს, რაგბის კავშირის და კერძო სექტორის ხელშეწყობით, აშენდა ძალიან მნიშვნელოვანი რაგბის ინფრასტრუქტურა საქართველოში. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო „ფონდი ქართუს“ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. 16 სტადიონის აშენება და რეაბილიტაცია მოხდა და 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის. და როგორც ბატონმა ოქტავიან მორარიუსმა აღნიშნა, მართლაცდა საქართველო გახდა რაგბის ქვეყანა. ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ მორაგბეებს, რომლებმაც ურთულეს წლებში, ურთულეს პირობებში შეძლეს, რომ საქართველოს სახელი დაეცვათ საერთაშორისო მასშტაბით. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო გასული წლის გაეროს გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში, როდესაც მე ნათლად დავინახე, რომ პატარა რაგბის ქვეყნების მხრიდან იგრძნობოდა უდიდესი მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოს ყველა აღიქვამდა, როგორც რაგბის ქვეყანას“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო სიამოვნებით უმასპინძლებს 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული.

 

 

„მინდა დიდი სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს და გამოვთქვა ჩვენი მზაობა – უმაღლეს დონეზე გავუკეთოთ ორგანიზება ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას რაგბის თითოეულ მესვეურს, გულშემატკივარს და სახელმწიფოს მხრიდან აღგითქვამთ სრულ მხარდაჭერას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

 

 

გამოსვლის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბორჯღალოსნებს“ ფიჯის ნაკრებთან გამარჯვება მიულოცა.

 

 

„რაგბი ევროპის“ 96-ე გენერალურ ასამბლეას, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, "რაგბი ევროპის" პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუსი და სხვადასხვა ქვეყნის 75 დელეგატი ესწრებიან.

 

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა. „ბორჯღალოსნებმა“ ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი