„დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირი და მისი სიძლიერე არ დაზარალდება ამ რეფერენდუმის შედეგებით“,-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა, რითაც დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერნდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ერთი ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე ევროპისთვის, მაგრამ იყოს გამომაფხიზლებელი.
,,ეს არის სწორედ დემოკრატია, სადაც ხანდახან დემოკრატიული პროცესის შედეგად დგება ისეთი შედეგი, რომლითაც ყველა ბედნიერი არ არის. დემოკრატია არ ნიშნავს ერთ აზრზე ყველას ყოფნას და არ ნიშნავს სამხედრო წესრიგს საზოგადოებაში. დემოკრატია ხანდახან ასეთ შედეგებამდე მიდის. დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირი და მისი სიძლიერე არ დაზარალდება ამ რეფერენდუმის შედეგებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს რეფერენდუმის შედეგების შემდეგ პარლამენტს, ამიტომ ჯერ ყველაფერი წინ არის. ეს არის ერთი ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე ევროპისთვის, მაგრამ შეიძლება იყოს გამომაფხიზლებელი ევროპისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ევროპისთვის გამომაფხიზლებელი რეფერენდუმის შედეგი“,-განაცხადა ხიდაშელმა.
დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. დარჩენის მომხრე კი 48% აღმოჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.