დავით უსუფაშვილი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტში ვერაფერს შევცვლით
24-06-2016, 04:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის დღის წესრიგში მესამე მოსმენით დგას და მასში არსობრივი ცვლილებები ვეღარ განხორციელდება.

 

 

„ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომელიც მესამე მოსმენამდე არის მიყვანილი. მასში ვერაფერს ვეღარ შევცვლით - ის ან უნდა მივიღოთ რედაქციულ-ტექნიკური შესწორებებით ან არ უნდა მივიღოთ. ეს იქნება აგვისტოში, სექტემბერში, თუ ივნისში, მდგომარეობა ასეთია. აქ ჩვენ ძალას ვერ ვიხმართ. თუ არაფერს არ ვიზამთ, სექტემბერში ისევ მოვალთ აქ და ასე შემდეგ. მესმის, რომ კანონპროექტს ძალით ვერ გამოვიტანთ, თუმცა ეს სისტემისთვისაც და ჩვენთვისაც პოლიტიკურად დამაზარალებელი თემაა. მგონი, ეს ყველას გააზრებული გვაქვს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  

 

 

ამის შესახებ უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც  საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღების გადატანა სექტემბრამდე მოითხოვა.

 

 

საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ დასვა, რომელმაც აღნიშნული თემის გარშემო შიდა დაპირისპირების არსებობაზე მიუთითა.

 

 

„საქმე იმაშია, რომ რაღაც განსხვავებული პოზიციები არსებობს. წინააღმდეგობები ვერ მოვხსენით. იქნებ გადავდოთ და საკითხი სექტემბრამდე მივიტანოთ. თემა სერიოზულია. თუ მართლაც რეფორმის მესამე ტალღაა, გარედან ამდენი შემოთავაზება და წინადადებებია, შიგნით დაპირისპირებული მდგომარეობაა. მივაქციოთ ფორმალურ მხარეს ყურადღება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი