„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
ბურჭულაძის განმარტებით, რიგგარეშე სესიის მოწვევას ითხოვს იმისათვის, რომ მოხდეს მოძრაობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის რეალიზება არჩევნებამდე.
”საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის რეფორმირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დათხოვნას რის შემდეგაც მოხდება საბჭოს ახალი შემადგენლობის განსხვავებული სისტემით არჩევა. ასევე იცვლება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და პროცედურა. რიგგარეშე სესიამდე მოძრაობა 30 ათას ხელმოწერას შეაგროვებს.
სტრასბურგიდან მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით რათა მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე სესია და მას შემდეგ რაც ჩვენ შევაგროვებთ 30 ათას ხელმოწერას მოხდეს ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის ხელმოწერა არჩევნებამდე. ვინაიდან ამის გარეშე ძალიან რთული იქნება სამართლიანი არჩევნების ჩატარება”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.