თინა ხიდაშელი: ვფიქრობ, გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შინაპატიმრობა არ არის საკმარისი
24-06-2016, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით,  გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შინაპატიმრობა არ არის საკმარისი.

 

 

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მკვლელი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

 

 

,,უკვე კარგია, რომ რაღაც რეაქცია მოჰყვა ამ საზარელ მკვლელობას, თუმცა სამწუხაროა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე. ეს არის ალბათ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური მკვლელობა, რომლის შესახებაც ჩვენ გვსმენია და გვინახავს. არავის არ მატებს ღირსებას ასეთი ადამიანებისთვის ხელის დაფარება. როგორი დე ფაქტო თუ თვითაღიარებულიც არ უნდა იყო, არსებობს ელემენტარული ამბები, რომელსაც ყოველთვის მნიშვნელობა აქვს და ანგარიში უნდა გაუწიო. ასეთი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობაზე პასუხი არის ცალსახა და ის ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, იმის მიუხედავად, ჩვენ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ აფხაზეთის კანონმდებლობას, ეს არის ელემენტარული ადამიანური ღირსების საქმე, რომ ასეთ მკვლელობას ადეკვატური პასუხი გასცე. ვფიქრობ, რომ შინაპატიმრობა არ არის საკმარისი, მაგრამ კარგია როცა რეაგირება მოჰყვა ამ ამბავს. იმედია, ადეკვატურები იქნებიან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ განუცხადა. მისი თქმით, „სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლუს დაპატიმრების შესახებ“.

 

 

რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი