უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ეხმიანება. პოროშენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპამ საერთო ენა უნდა გამონახოს ევროსკეპტიკოსებთან, იმისთვის რომ ევროკავშირის ოპონენტებსა და მათ სპონსორებს შანსი არ დაუტოვოს.
„მჯერა, რომ რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი გაერთიანებულ ევროპაში დარჩება და საერთო ევროპულ ფასეულობებს დაიცავს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
პოროშენკო იმედოვნებს, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების საკითხზე არ აისახება.
„მჯერა, რომ სანქციები რუსეთის, როგორც აგრესორი-ქვეყნის წინააღმდეგ, კვლავ გახანგრძლივდება“, - წერს პეტრო პოროშენკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.