ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც რეფერენდუმს ითხოვენ – ბრიუსელში შიშობენ, რომ ე.წ. Brexit –ის დომინოს ეფექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მთელ ორგანიზაციას
24-06-2016, 04:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშრიდან გასვლაზე ხმის მიცემამ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ზოგიერთ პარტიაში რეფერენდუმის ჩატარების სურვილი გააჩინა.

 


საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ახლა საფრანგეთსაც უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების უფლება.

 


ჰოლანდიელმა ანტი–ემიგრაციის მიმართულების პოლიტიკოსმა გერტ უილდერსმა განაცხადა, რომ ნიდერლანდმა დაიმსახურა "Nexit" –ისთვის (ნიდერლანდების ევროკავშირიდან გასვლა) ხმის მიცემა, მაშინ როცა იტალიის ჩრდილოეთ ლიგამ განაცხადა: "ახლა ჩვენი ჯერია."

 


დიდი ბრიტანეთის 52%–მა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა, 48%–მა კი ხმა დარჩენას მისცა. ამ ნაბიჯით დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირში ყოფნის 43–წლიანი პერიოდი დაასრულა.

 


დევიდ ქამერონმა დღეს მისი პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ ოქტომბერში კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე ახალი პრემიერ მინისტრის ვინაობა გაირკვევა. მისი განცხადებით, არ იქნება მართებული “იყოს გემის კაპიტანი”, რადგან ბრიტანელმა ხალხმა ძალზე ნათელი გადაწყვეტილება მიიღო, იმ გზისგან განსხვავებული, რომელსაც თავად ემხრობოდა.

 


გლობალურ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. ასევე დრამატულად დაეცა გირვანქა სტერლინგი.

 

 

ევროპის პარლამენტმა მომავალი სამშაბათისთვის საგანგებო სესია დანიშნა. ევროკავშირში გამოითქმის წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიტანეთის მიერ ევროგაერთიანების დატოვებამ შესაძლოა ევროპის ინტეგრაციის 70 წელი უკანა სვლით წაიყვანოს.

 


ანალიტიკოსების თქმით, ევროკავშირის პოლიტიკოსები შიშობენ, რომ ე.წ. Brexit –ის (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა) დომინოს ეფექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მთელ ორგანიზაციას.

 


აღნიშნულ საფრთხეზე საუბრობდა რამდენიმე კვირის წინათ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი BBC–სთან ინტერვიუში.

 

 

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმმა შესაძლოა ევროკავშირის დაშლას დაუდოს საფუძველი. აღნიშნული გამაფრთხილებელი განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოთ ვოლსთრომმა გააკეთა. მან BBC-ს განუცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ამას შესაძლოა დომინოს ეფექტის საფუძველზე რეფერენდუმების გამართვისა და პრივილეგირებული პირობების მოთხოვნები მოჰყვეს.

 

 

„სამწუხაროდ, ღრმა იქნება გვერდითი ეფექტის შეგრძნება,“ თქვა მან. „ეს ნებისმიერი გზით ცუდი რამ იქნება,“ დაამატა მინისტრმა.

 


ვოლსთრომმა ბრიტანეთის რეფერენდუმამდე 2 კვირით ადრე განაცხადა, რომ თუ ბრიტანეთი ხმას მისცემს ევროკავშირის დატოვებას, სხვა ქვეყნები შესაძლოა მიჰყვნენ მას.

 


„ამან შესაძლოა, შედეგი იქონიოს ევროკავშირის სხვა წევრებზე, რომლებიც იტყვიან: ‘მოკლედ, თუ მათ შეუძლიათ დატოვონ კავშირი, შესაძლოა რომ ჩვენც ასევე ჩავატაროთ რეფერენდუმები და შესაძლოა, რომ ჩვენც ასევე დავტოვოთ ევროკავშირი,“ განუცხადა მან BBC-ს მიმდინარე კვირის მსოფლიო პროგრამას.

 


მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ბრიტანეთი რეფერენდუმის გზით ევროკავშირში დარჩენის გადაწყვეტილებას მიიღებს, კავშირის სხვა ქვეყნებმა შესაძლოა მისი მაგალითი აიღონ და ევროკავშირში დარჩენას მისცენ ხმა, თქვა მან.

 


„თუ ბრიტანეთი დარჩება, მან ასევე სხვა ქვეყნებს შესაძლოა იქეთკენ უბიძგოს, რომ ათქმევინოს: ‘მოდით, მათ მოლაპარაკებები გამართეს, მოითხოვეს ჰქონოდათ მათდამი სპეციალური მოპყრობა და რატომ არ უნდა გვქონდეს ეს ჩვენც?“ განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 


ვოლსთრომმა 2 კვირის წინათ იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი დარჩებოდა ევროკავშირში, აღნიშნა რა რომ იგი შვედეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ამავე დროს დიდ ბრიტანეთში 90 000 შვედი ცხოვრობს.

 


„ეს არასაიმედოობის საკითხი იქნება, და ინდუსტრიებს არ უყვართ არასაიმედოობა,“ თქვა მან.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი