არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი პრეზიდენტს „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.
როგორც ინტერპარტიულ ჯგუფში აცხადებენ, პარლამენტმა არ გაითვალისწინა არც ოპოზიციის, არც არასამთავრობოს სექტორის და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი ახვლედიანის თქმით, ინტერპარტიული ჯგუფი ითხოვს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კერძოდ, „საარჩევნო კოდექსის“ 51-ე და 119-ე მუხლებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია კვალიფიციური სუბიექტის ბარიერის დაწევაზე, ასევე უფასო სარეკლამო საეთერო დროის ოდენობასა და კვალიფიციური სუბიექტისთვის საარჩევნო ნომრის განსაზღვრაზე.
„პრაქტიკულად, პოლიტიკური კრიმინალი პარლამენტში შედგა და მესამე მოსმენით მიღებულ იქნა ის დანაშაულებრივი „საარჩევნო კოდექსი“, რომელიც აუარესებს პარტიების მდგომარეობას, მედიის მდგომარეობას და ეხება საარჩევნო გარემოს არა გაუმჯობესებას, არამედ გაუარესებას. ამ რეალობიდან გამომდინარე ინეტრპარტიული ჯგუფი ვთვლით, რომ პრეზიდენტს აქვს ყველანაირი წინაპირობა და არგუმენტირებული საფუძველი, მის ხელთ არსებული ბერკეტები გამოიყენოს და საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დაადოს“, - განაცხადა ახვლედიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.