სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ამ წუთებში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ყოფილ პრემიერსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს კითხვებს მისი ციხიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით დაუსვამენ.
“ჩვენ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ვანო მერაბიშვილი მისცემს ჩვენებას. ეს მან ერთხელ უკვე გააკეთა, როდესაც ღია სასამართლო სხდომაზე დეტალებში აღწერა გაყვანის ეპიზოდი,“ - აცხადებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, ოთარ კახიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.