შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები ამალი-დევდორაკის ხეობაში უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურებმა, სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ერთად, ოპერატიულად განახორციელეს საჭირო ღონისძიებები. ხეობაში იმყოფებოდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც გადაუდებელ სამუშაოებს ადგილზე კოორდინაცია გაუწია.
ღვარცოფის მოვარდნისთანავე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და სტიქიის ზონიდან მოქალაქეებისა და ავტომანქანების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე თბილისიდან განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფიც გაიგზავნა.
ამალი-დევდორაკის ხეობიდან მოქალაქეების ევაკუაცია ამ დროისთვის დასრულებულია. 200–მდე ადამიანი დაბა სტეფანწმინდაშია გადაყვანილი. მათი ნაწილი თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საშუალებით გადმოიყვანეს.
სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის დავალებით, გამოიყო ვერტმფრენი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების რუსეთის საზღვრამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ადგილამდე მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მიაცილებენ.
მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.