პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ყველა იმ პრობლემას აღმოფხვრის, რაც სტიქიის შედეგად მოსახლეობას შეექმნა.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, აჭარაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის სტიქიის შედეგებს პირადად გაეცნო.
მან ასევე აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა ოჯახის ზარალი დაითვლება და სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება.
„გასულ წელს 48 მილიონი ლარი იქნა გადახდილი კომპენსაციის სახით სახელმწიფოს მხრიდან. წელს უკვე 34 მილიონი გადავიხადეთ. დღეს კი ოზურგეთისთვის დამატებითი 6 მილიონი გამოვყავით“,-განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა გამოძახებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გუშინ 800 გამოძახება დაფიქსირდა და შესაბამისმა სამსახურებმა გამოძახებებიდან 600-ზე, რეაგირება მოახდინეს.
„შეიძლება 800-დან ყველასთან ვერ მიხვიდე, ვერ მოასწრო ფიზიკურად, მაგრამ არცერთი ადამიანი არ დარჩება ყურადღების გარეშე. მე მინდა მოსახლეობა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და არავითარი პრობლემა არ იქნება“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.