პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საქართველო, რომ ევროკავშირში შევა, იქ აღარავინ დახვდება.
ასე ეხმაურება მეჭიაური დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს.
მისი თქმით, ბრიტანელებს კიდევ აქვთ სურვილი შეინარჩუნონ ტრადიციები, ისტორია, ევროპელობა და წინ აღუდგნენ იმ ტენდენციას, რომელიც ფაქტიურად ეროვნებებს შორის განმასხვავებელ ნიშნებს სპობს.
,,ჩვენ რომ ევროკავშირში შევალთ, იქ აღარავინ დაგვხვდება. ბრიტანელებს კიდევ აქვთ სურვილი შეინარჩუნონ ტრადიციები, ისტორია, ევროპელობა და წინ აღუდგნენ იმ ტენდენციას, რომელიც ფაქტიურად ეროვნებებს შორის განმასხვავებელ ნიშნებს სპობს. ვფიქრობ რომ შეიძლება ეს გაგრძელდეს და შეიძლება მივიღოთ ისეთი ევროკავშირი, სადაც მეტი იქნება აზიური თუ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, ვიდრე ევროპელები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენც უნდა გადავხედოთ გამოკითხვის შედეგებს. თუ ერთი მხრივ, ამართლებენ, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის გარეშეც შეინარჩუნებს იმ ტრადიციებს ისეთივე წარმატებით, ჩვენც არავინ გვიშლის ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადმოვიღოთ ყველაფერი კარგი. სანაცვლოდ არ დავთმოთ ჩვენი ფასეულობები“, -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. დარჩენის მომხრე კი 48% აღმოჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.